24 დეკემბერი 2024,   21:48
ვრცლად
პოლონეთში, ველოსიპედების მოპარვისთვის 21 წლის ქართველი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ პროშოვიცეში, 3 ველოსიპედის მოპარვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ეზოდან ველოსიპედების მოპარვის შესახებ 53 წლის ქალმა პოლონეთის პოლიციას 24 ივნისს შეატყობინა. გამოძიებამ რამდენიმე თვეს გასტანა, საბოლოოდ კი, დანაშაულში ბრალდებული 21 წლის ქართველი მამაკაცი 14 ნოემბერს, ვროცლავის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

პოლონური პრესის ინფორმაციით, ბრალდებული რამდენიმე წელია პოლონეთში ცხოვრობს და ის მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი პროშოვიცეს განყოფილებაში გადაიყვანეს და ქართული ენის თარჯიმნის დახმარებით დაკითხეს. დაკავებულმა ერთი ველოსიპედის მოპარვა აღიარა, დანარჩენების შესახებ კი თქვა, რომ გაძარცვის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და დეტალები არ ახსოვს.

ამჟამად, საქმეს კრაკოვის პროკურატურა განიხილავს. ეჭვმიტანილს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები