22 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად, კონკურსი გამოცხადდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

"როგორც ყოველთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა, ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს. საარჩევნო ადმინისტრაციაში ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა - კომისიის წევრობის მსურველების თანხმობის შემთხვევაში მათთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ  ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით. მოვუწოდებთ მათ აქტიურად ჩაერთონ პროცესში.
რაც შეეხება კონკურსის დეტალებს - საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საბუთების წარდგენა მატერიალური სახით დღეს და ხვალ 18:00 საათის ჩათვლით შეუძლიათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასევე, საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია განმცხადებელმა წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები