22 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ჰაერი +37 +39 გრადუსამდე აიწევს - სინოპტიკოსების გაფრთხილება

21-22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37 +39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში +35 +37 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +33 +38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო).

დღის ამბები