22 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ხშირად ის აფინანსებს ექსტრემისტულ არასამთავრობოებს და ფეიკ ორგანიზაციებს - ბექა ოდიშარია NED-ზე

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, "სამწუხაროა, რომ "ნედი" ხშირად აფინანსებს ექსტრემისტულ არასამთავრობოებს და ფეიკ ორგანიზაციებს.

მისი განმარტებით, მათი სახსრებით დაფინანსებული ორგანიზაციები ცილისწამებით და ფეიკ ამბებით აზიანებენ საქართველოს იმიჯს.

"სამწუხაროა, რომ ხშირად ის აფინანსებს ექსტრემისტულ არასამთავრობოებს, ფეიკ ორგანიზაციებს როგორიც არის "გამჭვირვალობა საქართველო". განსაკუთრებით შემაშფოთებელი გახლდათ ის ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის დაფინანსება, რომლებმაც ცილი დასწამეს ბიძინა ივანიშვილს. სამწუხაროა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია საქართველოში ასეთ ხერხებს იყენებს. ყოველ შემთხვევაში, იმის საშუალებას აძლევს, რომ ექსტრემისტულმა არასამთავროებმა, ფეიკ ორგანიზაციებმა, ცილისმწამებლურმა ჯგუფებმა მათი სახსრებით ჩირქი მოსცხონ საზოგადოების გამორჩეულ წევრებს, ხელისუფლებას და ამით დააზიანონ საქართველოს იმიჯი", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები