24 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
რომელ ქუჩებს შეუწყდება ელექტრომომარაგება 16 აგვისტოს - თელასი განცხადებას ავრცელებს

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 16 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 07:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების (ნაწილობრივ), ავჭალის გზატკეცილის, დიდგორის, სხვიტორის, აბაშვილის, შალვა ტრაპაიძის, გრიგოლ ხანძთელის, ულიანოვის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV   მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ძოწენიძის, პაბლო პიკასოს, გამრეკელის, ზურაბ მუზაშვილის, პაატა დათუაშვილის, დუდუ დადიანის, მამია გურიელის, შალვა ნუცუბიძის, რამაზ ჩხიკვაძის, ელგუჯა ამაშუკელის, ხომლის, დელისის მე-3 ქუჩის, ინტენსიფიკაციის, ილია აბულაძის, ჟღენტის, შატილის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და წავკისის მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის  დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, იოსებ და ლეონ ორბელების, კალოუბნის, 17 შინდისელი გმირის, ზურაბ ჩაჩუას, ზაქარია მხარგრძელის, პეტრე ხვედელიძის, ოსიპ მანდელშტამის, რომანოზ ხომლელის, უძოს, ნოე რამიშვილის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, შანდორ პეტეფის, ალექსანდრე წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.     

 კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები