ანშლაგით ჩატარებული საგასტროლო ტურნეს შემდეგ, ანსამბლი ერისიონი "ქართულ საგანძურს" შეკვეთილში წარადგენს. ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები Black Sea Arena-ს სცენაზე 24 აგვისტოს აჟღერდება.
მოცეკვავეები მომღერლებთან ერთად სპეციალურად შექმნილი პროგრამისთვის ემზადებიან. ევროპული ტურნეს შემდეგ, "ერისიონის" მოცეკვავეები ქართველ აუდიტორიას განსაკუთრებულ სანახაობას ჰპირდებიან.
საცეკვაო ნომრებთან ერთად Black Sea Arena-ს მაყურებელი ერისიონის მომღერალთა გუნდის მიერ შესრულებულ სიმღერებსაც მოისმენს. ახალი და გამოცდილი მუსიკოსები აუდიტორიას ქართული ფოლკლორის უნიკალურ ნამუშევრებს კიდევ ერთხელ გააცნობენ.
ერისიონის კონცერტი მთავრობის მხარდაჭერით მასშტაბური კამპანიის Starring Georgia-ს ფარგლებში იმართება. 140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი მაყურებლის წინაშე 11 დღეში წარდგება.