პარიზში დღეს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) ასპარეზობდა. გენომ მერვედფინალში უკრაინელი ფალავანი დაამარცხა, მეოთხედფინალში - პოლონელი.
ნახევარფინალში პეტრიაშვილის მეტოქე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი ფალავანი, გიორგი მეშვილდიშვილი იყო. ქართველების ნახევრაფინალური დაპირისპირება პეტრიაშვილის გამარჯვებით 7:0 დასრულდა და გენო ფინალში ირანელ მოჭიდავეს შეხვდება.