ბანგლადეშში მიმდინარე არეულობის მონაწილეებმა, ქალაქ ჯაშორში, სასტუმრო Zabeer International-ს ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ქალაქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა.
ხანძრის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ გააჩინა სასტუმროში ხანძარი.
სასტუმროში, რომელიც, სავარაუდოდ, პარტია Awami League გენერალურ მდივანს, შაჰინ ჩაკლადარს ეკუთვნოდა, ხანძარი საღამოს 4 საათისთვის გაჩნდა. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება საღამოს 8 საათისთვის შეძლეს.