ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა, ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები და დარგისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა,რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი პაციენტთა ინტერესებისა და უფლებების დაცვასთან ერთად სამედიცინო სექტორის ინტერესების გათვალისწინებაა. ისაუბრეს, აქტუალური საკითხების ერთობლივად მოგვარებასა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რომ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს სექტორულ და პროფესიულ ასოციაციებთან იმისთვის, რომ, რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად, ამავე დროულად მეცნიერულად ახსნილი იყოს ყველა ის პროგრამა, რაც მნიშვნელოვანია სექტორისთვის, რაც მათ აწუხებთ და მიაჩნიათ, რომ არის ყველაზე კარგი გამოსავლი კონკრეტულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ პლატფორმას რაც შეიძლება აქტიურად გამოიყენებს სამინისტრო", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.