25 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო ზრდა 9.3%-ია.

2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

საქსტატის თანახმად, მაისში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურად 10.7%-ით გაიზარდა და შესაბამისად, კერძო სექტორის ბრუნვამ 12.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, გასულ თვეში 6 284 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წლიურად 5.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

დღის ამბები