კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი საგანძურია - ამ სლოგანით ფიტარეთის მე-13 საუკუნის ღვთისმშობლის მონასტრის გაწმენდითი სამუშაოები ორგანიზაციამ "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ჩაატარა.
საზაფხულო კამპანიაში მონაწილეობენ როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.