კრიშტიანუ რონალდუმ და ხვიჩა კვარაცხელიამ მაისურები გაცვალეს. მანამდე, ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ბლოგში წერდა, რომ რონალდუს მაისურის გაცვლას აუცილებლად სთხოვდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.
პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.