25 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტი დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა გააცნო.

ცვლილების თანახმად, საბაზო საფეხური გაიზრდება 1 წლით და გახდება 4- წლიანი. შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტების შინაარსობრივი ნაწილი (მაგალითად, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში და სხვ.) გადანაწილდება 4 კლასზე და თითოეულ კლასში მოსწავლის სავალდებულო განათლების დატვირთვა შემცირდება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

დღის ამბები