25 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად - რომან გოცირიძე ხაზარაძის განცხადებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატები "ლელოს" ყრილობაზე პარტიის დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი ალტერნატივა "ლელოა."

რომან გოცირიძის შეფასებით, პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული იმაზე, ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის.

"პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული იმაზე, ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. აქ მთავარია მიდგომები და ღირებულებები. მე მგონია, რომ ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ანა წითლიძის თქმით, მსგავს განცხადებებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ანიჭებს, რადგან პოლიტიკურ პარტიებს მსგავსი პოზიციონირება ახასიათებთ. მისივე თქმით, ამომრჩეველი არჩევნებზე გასცემს პასუხს ყველას - თუ ვინ არის წარსულის პოლიტიკოსი და ვინ მომავლის.

დღის ამბები