25 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
2024 წლის მაისიდან საქართველოში ფრენებს "ავსტრიის ავიახაზები" იწყებს

2024 წლის მაისიდან, საქართველოში ფრენებს "ავსტრიის ავიახაზები" იწყებს. ამით, როგორც ამ ავიაკომპანიის, ისე მთლიანად "ლუფტჰანზას" ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

ავიაკომპანია "ავსტრიის ავიახაზები" ვენა-თბილისი-ვენის" რეისის შესრულებას 2024 წლის მაისიდან დაიწყებს.

საქართველოს ავიაბაზარზე მისი შემოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ახორციელებდა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

"ავსტრიის ავიახაზები", "ლუფჰანზას“ ჯგუფის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში საქმიანობას დაიწყებს.

დღის ამბები