25 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
ყველას მოვუწოდებ, პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა პოლიტიკური მიზნებისთვის ან დეზინფორმაციის გასავრცელებლად არ გამოიყენოს - ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი, ვისაც სოციალურ მედიაზე აქვს წვდომა, ყველას მოუწოდებს, პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა, პოლიტიკური მიზნებისთვის ან დეზინფორმაციის გასავრცელებლად არ გამოიყენოს.

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში, უპირველეს ყოვლისა, თავშეკავება და ერთიანობაა საჭირო.

"მოვუწოდებ ყველას, რომ არ გამოიყენონ ეს ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის ან დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ეს მოწოდება ეხება ყველას, პოლიტიკოსებს, მედიას, მოქალაქეებს, ვისაც წვდომა აქვს სოციალურ მედიაზე, რადგან ასეთ სიტუაციაში ჩვენ უპირველეს ყოვლისა თავშეკავება და ერთიანობა გვჭირდება", - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა.

დღის ამბები