25 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
თბილისის საახალწლო სოფელში გასართობი და კულტურული ღონისძიებები ყოველდიურად 12:00 საათიდან იწყება - სტუმრებს სხვადასხვა მომღერლებისა და ჯგუფების მოსმენა შეუძლიათ

თბილისში, საახალწლო სოფელში გვიანობამდე ჟრიამული და ხალისიანი განწყობა იყო. გუშინდელი დღის ბოლოს, მაყურებლების წინაშე ჯგუფი "ირიაო", ნეკა სებისკვერაძე, სალომე ბაკურაძე, გიორგი სუხიტაშვილი და სხვა მომღერლები წარსდგნენ. ცალკე ადგილი იყო გამოყოფილი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის.

სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღსა და მიმდებარე ქუჩებზე ყოველდღე 12:00 საათზე იწყება. საშობაო სოფელი სტუმრებს შვიდი იანვრის ჩათვლით მიიღებს.

დღის ამბები