კიდევ ერთი წინასაახალწლო ჯადოსნური ღამე საშობაო სოფლებში - თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საზეიმო განწყობა თბილისის სამ საგანგებოდ მოწყობილ ადგილზე ელით.
მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, მუსიკალური ღონისძიებები, აგრო და გასტრონომიული, ასევე საგანგებოდ მოწყობილი საბავშვო კუთხეები. ყველა მსურველს საახალწლო სოფლის მონახულება 7 იანვრის ჩათვლით შეეძლება.