პრემიერ-მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საახალწლო მიღებაზე მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საზეიმო მიღებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.