პარაგვაის მთავრობამ, ქვეყნის უდიდეს ციხეზე განხორციელებული უპრეცედენტო ოპერაციის შემდეგ სრული კონტროლი გამოაცხადა. ოპერაციის დროს 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 პატიმარი და 1 სამართალდამცველია.
ტაკუბუს ციხეზე, ამ დრომდე, ნაწილობრივი კონტროლი ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებას ჰქონდა.
პარაგვაის მთავრობამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე კონტროლის მოსაპოვებლად, პატიმრები სხვა ლოკაციაზე გადაიყვანა.
700 პატიმრის გადაადგილებაში, 2000-ზე მეტი პოლიციელი და სამხედრო მონაწილეობდა.