"ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობა, რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებით"- თემაზე კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერები, შიდა აუდიტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში, ისაუბრეს კორუფციის რისკების შეფასებაზე, ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებაზე.