საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა.
როგორც ახალგაზრდა იურისტებში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის გაცემასაც ამ დაწესებულებებს კანონმდებლობა ავალდებულებს, უწყებებს საია-ს მოთხოვნაზე რეაგირება არ ჰქონიათ.
ბრალდებების ადრესატებს ორგანიზაციისთვის ჯერ არ უპასუხიათ.