ზამთარი ძალებს იკრებს. საქართველოს მასშტაბით ამინდი უარესდება - ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მანქანები გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებენ.
გარდა ამისა, გადაადგილება აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და დიდი ავტობუსებისთვის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 50-კილომეტრიან მონაკვეთზე, სოფელ აიაზმასთან.