25 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
"გერმანია მხარს უჭერს ამ საკითხზე ევროკომისიის წინადადებას" - ოლაფ შოლცი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.

მისივე თქმით, გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს.

"ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საჭირო დისკუსიაა ევროპაში. აუცილებელია გაწევრიანების მიმართულებით პროგრესს მივაღწიოთ. ეს არის გადაწყვეტილება, რომლისთვისაც ევროკავშირი მზადაა და რომელსაც განვიხილავთ დასავლეთ ბალკანეთთან, უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან. რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მხარდაჭერას, გერმანია მხარს უჭერს ამ საკითხზე ევროკომისიის წინადადებას," - აღნიშნა შოლცმა.

დღის ამბები