25 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ქაშაკაშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი. ნინო ლაცაბიძე მოსახლეობასაც შეხვდა.

ამ ეტაპზე, რუსთავში გამაგრება-რეაბილიტაცია 17 საცხოვრებელ კორპუსს უტარდება. პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ჯამური ღირებულება 6 მილიონ 500 ათასი ლარია.

დღის ამბები