25 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ენგურჰესის პირველი აგრეგატის გაშვებიდან 45 წელი შესრულდა

ენგურჰესის პირველი აგრეგატის გაშვებიდან 45 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც დარგის სპეციალისტები, ენგურჰესის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მისასალმებელი სიტყვით ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

გაიმართა თომა ჩაგელიშვილის ენგურჰესზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციაც, რომლის დასრულების შემდეგაც, ჰესის თანამშრომლები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს.

ენგურჰესი საქართველოს ძირითადი ელექტროსადგურია, რომელიც ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობის დაახლოებით ერთ მესამედს გამოიმუშავებს.

დღის ამბები