25 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა

"ფრიდომ ჰაუსმა" ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველო თავისუფალ ქვეყნად არის დასახელებული და მას 100-დან 76-ი ქულა აქვს, რაც, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, ორი ქულით ნაკლებია, თუმცა საქართველო რეგიონში ამ მიმართულებით ლიდერობას ინარჩუნებს.

თურქეთი და აზერბაიჯანი არათავისუფალ ქვეყნების რიცხვში არიან, თავისუფალ ქვეყნად დასახელდა სომხეთი, 72 ქულით.

ანგარიშის მომზადებისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი - მათ შორის, ინტერნეტის წვდომისთვის არსებული დაბრკოლებები, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში პირველი ადგილი უკავია ისლანდიას, 94 ქულით, რომელსაც ესტონეთი 93 ქულით მოსდევს.

დღის ამბები