25 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ქალი მძევლების გათავისუფლებაზე "ჰამასის" უარი, როგორც ზავის ჩაშლის მიზეზი - ვაშინგტონში გაუპატიურების შემთხვევებზე საუბრობენ

აშშ-ის საგარეო უწყების პრესმდივნის, მეთიუ მილერის განცხადებით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის დაგეგმილი დროებითი ზავი, სავარაუდოდ, იმის გამო ჩაიშალა, რომ "ჰამასმა" უარი თქვა ქალი მძევლების გათავისუფლებაზე, - ამის შესახებ BBC წერს.

მილერის თქმით, დაჯგუფებას არ სურს, ქალებმა საჯაროდ ისაუბრონ სექსუალური ძალადობის შესახებ. მისივე განცხადებით, "აშშ-ს არ აქვს მიზეზი, რომ გაუპატიურებების შესახებ ცნობებში ეჭვი შეიტანოს".

"როგორც ჩანს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ არ სურთ ქალების გადაცემა და რატომაც ჩავარდა პაუზის [საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტის] შესახებ მოლაპარაკებები, არის ის, რომ არ სურთ, ამ ქალებმა შეძლონ იმაზე საუბარი, რა გადახდათ პატიმრობაში“, - ამბობს მილერი.

 

დღის ამბები