ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.
პრემიერ-მინისტრმა twitter-ზე დაპოსტა კონფერენციის შესახებ და თქვა, რომ მისთვის ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია.
"მოხარული ვარ, რომ ვესწრები კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას დუბაიში. მნიშვნელოვანია, ებრძოლო კლიმატის ცვლილების მზარდ სერიოზულ გავლენას მთელ მსოფლიოში.
საქართველო მზად არს შეასრულოს თავისი ვალდებულებები კლიმატის მდგრადობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა პროექტების შემუშავებით," - ირაკლი ღარიბაშვილი.