25 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, თუმცა 5%-იანი ბარიერით - რას ამბობენ პოლიტიკური ჯგუფები

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი განსხვავებული იქნება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადეპუტატო სკამებს მაჟორიტარი დეპუტატები ვეღარ დაიკავებენ, თუმცა, ადგილების გადანაწილებამდე, პოლიტიკურ სუბიექტებს გადასალახი მთავარი ბარიერი აქვთ - ხუთპროცენტიანი ბარიერი.

საკითხი გადაწყვეტილია და არ განიხილება. ამ გადაწყვეტილებას "ქართული ოცნება" პოლიტიკური სტაბილურობის არგუმენტით ხსნის.

ბარიერის გადალახვის პრობლემა "ერთიან ნაციონალურ" მოძრაობას არ აქვს, თუმცა პრობლემა აქვს ერთობის მხრივ. ვიდრე საკუთარ პრობლემებს დაალაგებენ, სხვებს დახმარების ხელს უწვდიან - ისე, როგორც ეს გიორგი ვაშაძეს გაუწოდეს.

2020 წლის საპარლამენტოდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე "ლელოს" ამომრჩეველთა რაოდენობა მცირდება, თუმცა ამბიციები იზრდება.

მათემატიკა რომ ზუსტი მეცნიერება, ეს ყოფილმა ბანკირმა ყველაზე კარგად იცის, თუმცა წინა არჩევნებზე დათვლილი შედეგების მიუხედავად, სჯერა, რომ პოლიტიკურ "ლელოს" ამჯერად მაინც დადებს.

"გირჩის" დაშლამ შედეგი შედეგებზეც გამოიღო. არჩევნებიდან არჩევნებამდე, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა თითქმის 4-ჯერ შემცირდა. იმის მიუხედავად, რომ, სამი წლის წინ, არჩევნებზე, 16 683-ი ხმა მიიღეს, სამი წლის შემდეგ სჯერათ, რომ 100 000-ს ხმას უპრობლემოდ მოაგროვებენ.

ყოფილ ოპონენტსაც და ყოფილ გუნდსაც დასრულებით არაერთხელ დაემუქრა ყოფილი პრემიერი, თუმცა დღეს გახარიას გუნდის ამბიციები ბარიერის გადალახვამდე შემცირდა.

ბარიერს რთულ ბარიერად აღიქვამს და ამას ღიადაც აღიარებს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილს რესურსის პრობლემა 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზეც ჰქონდა, მაშინ, 17,48 %-ით, მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა დღეს, ისეთი თავდაჯერებული აღარ არის.

და მაინც, ოპოზიციას ბარიერის გადალახვის სჯერა, მაგრამ იმას, რაც კონსტიტუციაში წერია, მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი მაინც ვერ ეგუება. "ქართული ოცნება" კი ოპოზიციას ახსენებს, რომ ამბიციებს რეალობა უნდა ამართლებდეს.

"ქართული ოცნების" ანგარიშზე რვაჯერ მოგებული არჩევნებია. სჯერათ ოპოზიციის მეცხრე მარცხისაც, თუმცა ვიდრე ქართული პოლიტიკური სპექტრი, მომავალ შემოდგომაზე, შედეგებს დაითვლის, ყველა თანხმდება ერთზე - რომ, 2024 წელს, სრულად პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები ქართულ პოლიტიკაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები