25 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას" -13% -IRI-ის კვლევა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას," ხოლო 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევანად ასახელებს (3% მეორე არჩევანად), 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" (3% მეორე არჩევანად).

რაც შეეხება სხვა პარტიებს:

"საქართველოსთვის" – 4 % (4 % მეორე არჩევანი)

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 3% (4% მეორე არჩევანი)

"ხალხის ძალა" - 1% (5% მეორე არჩევანი)

"ლელო" - 2% (4% მეორე არჩევანი)

"გირჩი" - 3% (2 მეორე არჩევანი)

გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი)

"ლეიბორისტული პარტია" – 2% ( 3% მეორე არჩევანი)

"მოქალაქეები"- 2% ( 2% მეორე არჩევანი)

"ხალხისთვის" - 2% (1% მეორე არჩევანი)

"პატრიოტთა ალიანსი" - 1% (1% მეორე არჩევანი)

"კონსერვატიული მოძრაობა" – "ალტ იფნო" - 1% (1% მეორე არჩევანი)

"ევროპული საქართველო" - <1% (1% მეორე არჩევანი)

სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი)

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.

დღის ამბები