ელჩებზე დავიჯერებდი ბატონი ხაზარაძის კრიტიკას იმ შემთხვევაში, მას რომ ეყოს პოლიტიკური წონა და, პირველ რიგში, გააკრიტიკოს მისი საუკეთესო მეგობარი, თანამებრძოლი ნიკა გვარამია,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს, საქართველო უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს არის კანდიდატის სტატუსთან.
"ელჩებზე დავიჯერებდი ბატონი ხაზარაძის კრიტიკას იმ შემთხვევაში, მას რომ ეყოს პოლიტიკური წონა და, პირველ რიგში, გააკრიტიკოს მისი საუკეთესო მეგობარი, თანამებრძოლი ნიკა გვარამია, რომელმაც უშვერი სიტყვებით მოიხსენია და პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სხვა ელჩებზეც გვახსოვს მისი პოლიტიკური მეგობრების თავდასხმები. სხვათა შორის, ბატონი ხაზარაძე ერთხელაც არ გამოსულა და უხერხულობაც არ გამოუხატავს ამასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ რომ გვაბრალებს თავდასხმებს, ეს არის მანიპულაცია და ცილისწამება. პირიქით, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს საქართველო უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს არის კანდიდატის სტატუსთან," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.