საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართულებით, საფრანგეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
როგორც დარჩიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, საფრანგეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, ახალ იმპულსს აუცილებლად მოიტანს.
"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფრანგეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც საკითხი ეხება გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირის მომავალს. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ერთის მხრივ ჩვენი და საფრანგეთის ორმხრივ ფორმატში, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ზოგადად, მე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ჰქონდა ძალიან აქტიური და დინამიური საგარეო პოლიტიკა, რომლის მთავარი ხაზი და მთავარი გამწევი ძალა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში იყო კოლეგებთან, პარტნიორებთან", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემიდან რამდენიმე საათში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში გაემგზავრა.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია.