25 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
აშშ-მ ისრაელს 14 მილიარდიანი დახმარება გამოუყო, უკრაინის დახმარებაზე მსჯელობა კი დროებით გადაიდო - ამერიკულ გამოცემასთან ზელენსკი არ მალავს, რომ დაიღალა მოკავშირეების დარწმუნებით

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელს 14 მილიარდიანი დახმარება გამოუყო, უკრაინის დახმარებაზე მსჯელობა კი დროებით გადაიდო. როგორ იცვლება ვაშინგტონის პოლიტიკა კიევთან მიმართებაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესაბამისად?! "არავის სჯერა ჩვენი გამარჯვების ისე, როგორც მე" - ვოლოდიმერ ზელენსკის ეს ციტატაა გამოტანილი ახლა ამერიკული ჟურნალ "თაიმს"-ს გარეკანზე. უკრაინა მოკავშირეებისგან ისევ დახმარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზელენკის დარწმუნებულია რომ ის რუსეთთან ომს წააგებს.

უკრაინის პრეზიდენტი უკმაყოფილო და გაბრაზებულია. ამერიკულ გამოცემა "თაიმსთან" ზელენსკი არ მალავს, რომ დაიღალა მოკავშირეების დარწმუნებით, რომ სათანადო დახმარების შემთხვევაში უკრაინას შეუძლია რუსეთის დამარცხება, არსებული კი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევას ჰყოფნის. ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთში წამოწყებულმა ომმა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომის მიმართ ინტერესი შეამცირა, ეს კი როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რუსეთის ერთ-ერთი მიზანია. ზელენსკი უკვე ღიად აცხადებს, რომ მსოფლიოს ნაწილი უკრაინის ომს მიეჩვია.

Reuters-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 41% მხარს უჭერს უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებას, ივნისში ეს რიცხვი 65% იყო.

დღის ამბები