ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე, ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ სტატუსის მიღებას ხელს შეუსრულებელი რეფორმები უშლის, ნაწილი კი ისევ არ ამხელს იმ ოპონენტთა ვინაობას, ვინც ევროპული პერსპექტივის მიღებას ეწინააღმდეგება.
"ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, თუ ვინმე ცდილობდა რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ეს მმართველი გუნდის სპიკერები არიან.
"თუ ვინმე ცდილობდა რომ ქვეყანას არ მიიღო კანდიდატის წევრის სტატუსი, ეს არის უმრავლესობის კონკრეტული სპიკერები. "ნაციონალური მოძრაობა" ყველა ფორმატში ცდილობდა, მხარდაჭერა მოეპოვებინა ქართველ ხალხს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. თუ ვინმე ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ ჯერ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის ტატუსი ან უნდა მიიღოს დათქმებით, ეს მათ შეგიძლიათ ჰკითხოთ", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
პარტია "ლელოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მყისიერად, ყოველგვარი დათქმების გარეშე უნდა მიიღოს.
"ლელო " იყო პირველი პარტია, რომელმაც ევროპარლამენტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფს, "ალდეს" მივაღებინეთ ჩვენი ინიციირებული რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტში 72-მა დეპუტატმა, ჩვენთან ერთად აიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს კენჭისყრაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენი ყველა მესიჯი მიმართული იყო იქითკენ, რომ კანდიდატის სტატუსის საქართველოს სახელმწიფომ და მოსახლეობამ უნდა მიიღოს მყისიერად, ყოველგვარი მაგრამების გარეშე", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.