25 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
გაზრდილი დაფინანსება ჯანდაცვის პროგრამებისთვის - 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე 400 000 პენსიონერი მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ხარჯი უკვე გაწერილია და წამლებს ქრონიკული დაავადებების მქონე 400 000-ზე მეტი პენსიონერი მიიღებს.

ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალი და მედიკამენტების სია ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიის და პარკინსონის ქრონიკული დაავადებისთვის მედიკამენტებზე შეღავათით პენსიონერებთან ერთად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარი ისარგებლებს. წამლების სიაში შედის ხშირად მოხმარებადი კარდიომაგნილი, აზიმაკი, მონოსანი და დიაბეტონიც. ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სიის გაფართოებაზეც მსჯელობენ.

უწყების ინფორმაციით, ხარისხიანი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობა სხვადასხვა რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს.

2024 წლის წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტით, ჯანდაცვას დამატებით გამოეყოფა 65 მლნ ლარი, რომელიც სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებას გაზრდის. დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსება, გაიზრდება ყოფილი პოლიციელებისა და ჯარისკაცების პენსიები.

2024-2025 წლებში განხორციელდება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ეტაპობრივად, საცხოვრებლით დაკმაყოფილდება 1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი. პროგრამის განსახორციელებლად, ჯამურად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 7 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. ბიუჯეტს პარლამენტი დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს.

დღის ამბები