25 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
რეალურად, ეს არის პოლიტიკური აღსასრულის წინაშე მდგარი პოლიტიკური პარტია - მიხეილ სარჯველაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

რეალურად, ეს არის პოლიტიკური აღსასრულის წინაშე მდგარი პოლიტიკური პარტია, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს.

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, საქმე იმგვარადაა, რომ რეალურად, თვითონ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" უჭირთ ღიად საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც პარტიას გაუჩნდა.

"პოლიტიკოსების უმრავლესობა, ვინც დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს, საზოგადოების თვალში პოლიტიკურად უკიდურესად დისკრედიტებული ფიგურები არიან, შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები იძულებით ნაკარნახევია. 

რეალურად, თვითონ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" უჭირთ ღიად საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც პარტიას გაუჩნდა.

სერიოზული პრობლემები აქვთ, რომლის სხვადასხვა სიმპტომს ვხედავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, დიაგნოზი გაცილებით სიღრმისეულია. რეალურად, ეს არის პოლიტიკური აღსასრულის წინაშე მდგარი პოლიტიკური პარტია. ფაქტია, რომ არავითარი იდეოლოგია, მიზეზი, გამაერთიანებელი ფაქტორები ამ პოლიტიკურ პარტიაში არ დარჩა ცალკეული ადამიანების ვიწროპარტიული სურვილების გარდა," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

დაპირისპირების მორიგი სერია "ნაციონალურ მოძრაობაში" - მიხეილ სააკაშვილი სამიზნედ ამჯერად, პარტიის შიგნიდან მლანძღველებს ირჩევს და ასეთებს, "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას ურჩევს. თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთი დავალება გასცა - მომავალი არჩევნებისთვის სიის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისგან უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც პარლამენტის წევრები არასდროს ყოფილან.

დღის ამბები