25 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
თუ ბრძოლა გინდა, აუცილებელია მაინცდამაინც პარლამენტში იყო? ამის გარდა, მრავალი პლატფორმა არის - ენმ-ს წევრი დავით ხაჯიშვილი

დაპირისპირების მორიგი სერია "ნაციონალურ მოძრაობაში" - მიხეილ სააკაშვილი, სამიზნედ, ამჯერად პარტიის შიგნიდან მლანძღველებს ირჩევს და ასეთებს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას ურჩევს. თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთი დავალება გასცა - მომავალი არჩევნებისთვის სიის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისგან უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც პარლამენტის წევრები არასდროს ყოფილან.

მის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები:

"თუ ბრძოლა გინდა, აუცილებელია მაინცდამაინც პარლამენტში იყო? ამის გარდა, მრავალი პლატფორმა არის. არ აქვს ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა სად იქნები. არ მგონია ეს დაპირისპირების მიზეზი გახდეს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობ  ძალა ერთობაშია" წევრი დავით ხაჯიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბევრ ახალ ადამიანს უნდა გაეხსნას გზა და ის, ვინც აქამდე იბრძოდა და იბრძვის, მათაც დაუფასდეთ თავისი ქმედება. 

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ორად ვერასოდეს გაიყოფა, რადგან მიშაც ვერ გაიყოფა ორად".

 

დღის ამბები