25 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ გამოძიებას ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი აქვს მოპოვებული, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. პროკურორის განმარტებით, უფროსი ოფიცერი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ის წინა სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულები უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული.

რაც შეეხება დაკავებულის უფლებადამცველს. ადვოკატის განცხადებით, ივერი ნატრიაშვილი საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა და დეტალური ჩვენება მისცა, რაც, მისი თქმით, გაუფრთხილებლობითი დანაშაულია და არა განზრახი.

დღის ამბები