25 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ამ გადაწყვეტილებას რომ პირობები ექნება, ეს არაა გასაკვირი, მე ვიტყოდი, რომ სწორი პირობებია მნიშვნელოვანი - იაგო ხვიჩია ევროკომისიის შუალედური დასკვნის მოლოდინზე

ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ოთხ დღეში ევროკომისია შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ამ ფონზე ევროპიდან პოზიტიური გზავნილები იზრდება.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კი ურთიერთბრალდებები არ წყდება. მმართველი გუნდი დადებითი შეფასების მოლოდინშია, ოპოზიცია კი ცდილობს დადებითი მოლოდინი ნეგატიურით შეცვალოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სტატუსის მიღებას ხელს უშლის შეუსრულებელი რეფორმები. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სტატუსის მისაღებად სწორად ჩამოყალიბებული პირობები იყოს. 

"ამ გადაწყვეტილებას რომ პირობები ექნება, ეს არაა გასაკვირი, მე ვიტყოდი, რომ სწორი პირობები მნიშვნელოვანია და ეგ ჩაგვიდონ. არ გვინდა 12 პირობა იყოს 2, სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო, მოდი მართლა ერთად შევასრულოთ ეს მნიშვნელოვანია," - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები