25 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
"ჩვენ დავბრუნდებით" - ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის ანტვერპენში "ოთარაანთ ქვრივი" დაიდგა

"ჩვენ დავბრუნდებით" - ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის, ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებულმა ლიტერატურულმა თეატრმა, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ოთარაანთ ქვრივი" წარმოადგინა. სპექტაკლი თბილისიდან მიწვეულმა რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა.

თეატრის დამფუძნებლის ინფორმაციით, თეატრი 9 წელია მუშაობს და 10 სპექტაკლი უკვე დაიდგა. სპექტაკლში მთავარი როლი თავად მანანა ხორბალაძემ შეასრულა. ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ინსცენირებაში მონაწილეობა საქართველოდან, ირლანდიიდან და საფრანგეთიდან ჩასულმა მოყვარულმა მსახიობებმაც მიიღეს.

სპექტაკლის პრემიერაზე დასასწრებად ანტვერპენში ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, საკონსულოს, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის წარმომადგენლები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები ჩავიდნენ.

დღის ამბები