27 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით - შალვა პაპუაშვილი ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტექნიკური მთავრობა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი, დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას დაუბრუნდნენ.

"ეს სხვა არაფერია თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი, დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით. ახლა არაფერი არ იცვლება, ისევ, სამწუხაროდ, რიგი პოლიტიკური ჯგუფები და მათ შორის რიგი არასამთავრობო ორგანიზაცია დაუბრუნდა 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას, იგივე სახეებს ვხედავთ იგივე მოწოდებებით. გასაგებია, რომ არის ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი თუ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც არ სურთ, რომ "ქართული ოცნება" იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს, დემოკრატია მუშაობს არჩევნებით.

ხალხმა თქვა, რომ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს "ქართულმა ოცნებამ" და ახლა ზოგიერთი პარტია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ ხალხის გადაწყვეტილებით კი არ უნდა იყოს ეს დაკომპლექტება, არამედ ისე, როგორც ამას ჩათვლის საჭიროდ რამდენიმე თვითგამოცხადებული დემოკრატიული ელიტის წარმომადგენელი.

ეს საუბრები რაზეც არის, ეს არის იგივე წრეზე შესვლა, იგივე სპირალში არის მოხვედრილი პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი ნაწილი. ამ სპირალს ჰქვია ძალაუფლების მიტაცება დემოკრატიის გვერდის ავლით, რაც, რა თქმა უნდა, როგორც სხვა დროს ვერ შეძლეს, ახლაც ვერ შეძლებენ, იმიტომ, რომ დემოკრატიას გვერდს ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აუვლის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები