27 ნოემბერი 2024,   17:04
ვრცლად
თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული - კახა კუჭავა 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარ,  პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც კუჭავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია. 

"თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს. პატივია, ემსახურო შენს ქვეყანას, დაიცვა მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ამავდროულად, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში წარმატებას გისურვებთ. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე გადაგიხდით დიდ მადლობას, მადლობა თქვენს ოჯახებს და კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას,"- წერს კახა კუჭავა.

დღის ამბები