27 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც აქციის მონაწილეების პროცესები მიმდინარეობდა, ხმაური იყო

საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც აქციის მონაწილეების პროცესები მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

აქტივისტების ნაწილი მანდატურებს დაუპირისპირდა. მათ ბანერების გაშლა სურდათ, რისი საშუალებაც არ მისცეს. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ილია სეთურს, 500-ს ლარიანი ჯარიმა დააკისრა, 11 პირის პროცესი კი 11 დეკემბრისთვის გადაიდო.

სხდომა ახსნა-განმარტების ეტაპზე შეწყდა, მომდევნო პროცესზე სავარაუდოდ მოწმეებს გამოჰკითხავენ და მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. საუბარია 10 და 17 ნოემბერს გამართული აქციების დროს, გზების ხელოვნურად გადაკეტვაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავება.

დღის ამბები