27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
დრეიკი კენდრიკის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს - მუსიკოსი Universal Music-ს სიმღერა Not Like Us - ის გამო უჩივის

ცნობილმა რეპერმა დრეიკმა Universal Music-ის წინააღმდეგ მეორე სამართლებრივი სარჩელი შეიტანა, რომელიც ეხება კიდევ ერთი ცნობილი რეპერის - კენდრიკ ლამარის ჰიტს Not Like Us. საჩივრის მიხედვით, კომპანია Universal-ს შეეძლო, ხელი შეეშალა იმ სიმღერის გამოშვებისთვის, რომელშიც დრეიკი "სექსუალურ მოძალადედ დაუსაბუთებლადაა მოხსენიებული".

დრეიკის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ Universal-მა განზრახ გახადა სიმღერა ვირუსული, რამაც კომპანიას მილიონობით შემოსავალი მოუტანა. Universal-მა ბრალდებებს "შეურაცხმყოფელი და მცდარი" უწოდა და განაცხადა, რომ ისინი "უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს" იცავენ.

ტეხასში შეტანილი ახალი სარჩელი "წინასასამართლო პეტიციაა", რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, მოამზადონ ყველა შესაბამისი დოკუმენტი მოსალოდნელი სასამართლო დავისთვის.

დოკუმენტები ასევე მოიცავს ბრალდებებს, რომ Universal-მა iHeartRadio-თან ფარულად ითანამშრომლა სიმღერის პოპულარიზაციისთვის, შესაძლო "ფარული გადახდების" მეშვეობით.

იქამდე, დრეიკმა მსგავსი სარჩელი შეიტანა ნიუ-იორკში, სადაც კომპანია Universal-ი Spotify-ზე სიმღერის ხელოვნურ პოპულარიზაციაში დაადანაშაულა.

Universal-ი ამტკიცებს, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.

კენდრიკ ლამარის სიმღერას, სადაც დრეიკი "პედოფილად" და "მოძალადედაა" მოხსენიებული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერა აშშ-ის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა და, ამასთან, "გრემის" ოთხ ნომინაციაშია წარდგენილი.

ამ სარჩელმა კიდევ უფრო გაამწვავა დრეიკისა და კენდრიკ ლამარის ხანგრძლივი მუსიკალური დაპირისპირება, რასაც საფუძველი 2010-იან წლებში ჩაეყარა.

წყარო: BBC

დღის ამბები