27 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
"ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ეს გავაკეთეთ, თუ ვინმე არ შეიტანს განაცხადს, იმათ ერთად მოვთხოვოთ პასუხი და დავუსვათ შეიკითხები" - თენგიზ თევზაძე სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე

"ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ეს გავაკეთეთ" - ”კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას” ერთ-ერთი ლიდერმა, თენგიზ თევზაძემ სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე, "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ვინმე არ შეიტანს განაცხადა მანდატების გაუქმებაზე, მათ ერთად უნდა მოსთხოვონ მოვთხოვოთ პასუხი:

"ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ეს გავაკეთეთ, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე დღეს ყველა ე.წ.-მა არჩეულმა წევრმა შევიტანეთ განცხადება, რის საფუძველზეც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას აღნიშნულ პარლამენტთან, ვინაიდან ეს პარლამენტი არ გამოხატავს ქართველიო ხალხის ნებას. ასეთი ერთიანობა და პრინციპულობა არის დამახასიათებელი ძირითადი, მთავარი კოალიციური ოპოზიციური პარტიისა. ჩვენ ვიყავით პირველები და პირველებთან ერთად, ვიყავით და ვართ ის პასუხისმგებლობიანი პარტია, ვინც თქვა, რომ ესე მოვიქცეოდით და მადლობა ყველას, ვინც ამას აფასებს. ვიღაცები თავს იწონებდნენ ესენი არ შემოიტანდნენ განცხადებასო, ზედაპირულად საუბრობენ და უკან დასახევ გზას იტოვებენო - აგერ, ბატონო, განცხადებები და ჩვენი მოთხოვნა - დააკმაყოფილეთ. თუ ვინმე არ შეიტანს, იმათ შესაბამისად ჩვენ ერთად მოვთხოვოთ პასუხი და დავუსვათ შეიკითხები", - აცხადებს ”კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას” ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ თევზაძე.

დღის ამბები