27 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით" - ლევან მაჭავარიანი

"რადიკალური ოპოზიცია თვეების განმავლობაში ატყუებდა თავის ამომრჩეველს რომ, თითქოს, "ქართული ოცნების" რეიტინგი იყო 25-30%-ის ფარგლებში. როდესაც ისინი დადგნენ ფაქტის წინაშე, ან უნდა ეთქვათ გატყუებდითო, ან უფრო ღრმად უნდა შეეყვანათ [მოსახლეობა] ტყუილში, რომ უპრეცედენტოდ გაყალბდაო," - ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრმა ლევან მაჭავარიანმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ამაზე ოპოზიციის აქციებზე ხალხის მცირე რაოდენობაც მეტყველებს.

"ჩიხში მოაქციეს საკუთარი თავი. რადიკალური ოპოზიცია თვეების განმავლობაში ატყუებდა თავის ამომრჩეველს რომ, თითქოს, "ქართული ოცნების" რეიტინგი იყო 25-30%-ის ფარგლებში. როდესაც ისინი დადგნენ ფაქტის წინაშე, ან უნდა ეთქვათ გატყუებდითო, ან უფრო ღრმად უნდა შეეყვანათ [მოსახლეობა] ტყუილში, რომ უპრეცედენტოდ გაყალბდაო. თავიდან თქვეს 200 000 ხმა, მერე "ტოპ ტვინებმა" გადათვალეს და მიხვდნენ, რომ სულ რომ 325 000 ხმით ნაკლები აგვეღო, მაინც ჩვენ ვიყავით უმრავლესობაში. მერე თქვეს, 300 000 ხმით გაყალბდაო. ის 25 000-იც რომ დააკლდათ, თქვეს, 300 000 გაყალბდაო, ხოლო პლუს - 100 000 ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობებიო. ერთი ადამიანიც არ გამოჩენილა დღემდე, სახალხო დამცველთან რომ მისულიყო და ეთქვა, რომ პირადობა ჩამომართვესო. დევიდ კოპერფილდი უნდა ჩაგვერთო მთელ ამ სცენარში და ისიც ვერ შეძლებდა ამ სცენარის ასეთ დონეზე დადგმას.

აბსოლუტური აბსურდია, სხვა გზა არა აქვთ, ჩიხში არიან და ამ ყველაფერზე მეტყველებს სწორედ ის საპროტესტო აქცია, რაც დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა, ფაქტობრივად ასობით ადამიანი იყო გამოსული. რატომ ვერ შეძლებს ხალხის მობილიზება? იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობა კარგად აზროვნებს - არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი ამომრჩეველია თუ ოპოზიციის - ყველა ხვდება, რომ ასეთ აბსურდს როდესაც გთავაზობენ, ის არ უნდა დაიჯერო. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. უნდა თუ არ უნდა მოქალაქეს "ქართული ოცნება", ისიც ეგუება ამ შედეგს, რადგან იცის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს პროცენტი აიღო," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები