ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რუსეთთან შეერთების საკითხზე დაგეგმილი რეფერენდუმი, მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე შეაჩერა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გაგლოევმა ასევე გასცა ბრძანება, რომ შემდგომი ინტეგრაციის მიზნით რუსეთთან კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებზე გაგრძელდეს.