27 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
უკრაინისთვის, ისევე როგორც საქართველოსა და მოლდოვასთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენს პრიორიტეტად რჩება - რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, უკრაინისთვის, ისევე როგორც საქართველოსა და მოლდოვასთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭება პრიორიტეტად რჩება.

​"უკრაინისთვის, ისევე როგორც საქართველოსა და მოლდოვასთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენს პრიორიტეტად რჩება. სხვა შემთხვევაში, რა იქნებოდა ის გზავნილი, რასაც ჩვენ ამ ქვეყნების მოსახლეობას ვუგზავნით? ევროპარლამენტი ამ მიმართულებით გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია," - აცხადებს რობერტა მეცოლა.

ლიეტუვის პრეზიდენტი​ გიტანას ნაუსედა იმედოვნებს, რომ კანდიდატის სტატუსს ყველა ქვეყანა მიიღებს.

​"მოუთმენლად ველით, რომ ევროკომისიის შეფასება შემდეგ კვირას იქნება. შემდეგ კი, ცხადია, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მინდა მჯეროდეს და მჯერა, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებს ყველა ქვეყანა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს პოლიტიკური პროცესია," - ამბობს გიტანას ნაუსედა.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის ქსავიე ბეტელის განცხადებით კი, საქართველო და მოლდოვა უკრაინისგან არ უნდა გამოყონ.

"ჩვენ არ უნდა გამოვყოთ საქართველო და მოლდოვა უკრაინისგან. ეს შეცდომა იქნებოდა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ უკრაინის მომავალზე ევროპაში, თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს ორი ქვეყანაც. ეს არის პოზიცია, რომელსაც მე ყველგან ვაფიქსირებ," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები