27 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, ევროკომისიის შეფასება შემდეგ კვირას დაიდოს, საბოლოო გადაწყვეტილებას, ალბათ, 1 თვეში მიიღებენ - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ვარაუდობს, რომ ევროკომისია შეფასებას შემდეგ კვირას დადებს, შესაძლო გადაწყვეტილებას კი ერთ თვეში მიიღებენ. დიპლომატი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა იმუშაოს ამ საკითხზე :

"საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ მოსაზრებას კომისია, ვფიქრობ, მომდევნო დღეებში დადებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემდეგ კვირას მოხდეს. ამის შემდეგ, წევრ სახელმწიფოებს შორის იქნება განხილვა. შესაძლო გადაწყვეტილებას, ალბათ 1 თვეში მიიღებენ. სპეკულაციებს არ დავიწყებ ევროკომისიის გადაწყვეტილების შედეგებზე საუბრით, მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება შედეგი, იქნება ის არსებულ მოლოდინზე ნაკლები, თუ მეტი, პირობებით, ან პირობების გარეშე. არსებობს ერთი პრინციპული დასკვნა, რომ საქართველომ ახლა ამ საკითხზე უნდა დაიწყოს მუშაობა, დროა ქვეყანა დარწმუნდეს მტკიცედ და სერიოზულად, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გახდეს შესაძლებელი," - ამბობს ჰარცელი

დღის ამბები